четверг, 24 мая 2012 г.

კონკურსი 4

ორიგინალი:

აზ ჯომლე–იე რაFთეგან–ე ინ რაჰ–ე დერაზ
ბაზ ამადე–ი ქუ ქე ბემა გუიად რაზ
ზინჰარ დარ ინ სარაჩე აზ რუ –იე მაჯაზ
ჩიზი ნაგოზარი ქე ნამიაითი ბაზ
=
ყველა მათგანიდან, ვინც ამ გრძელ გზაზე ჩაიარა,
უკან დაბრუნებული სად არის, რომ გვითხრას საიდუმლო;
ფრთხილად! (საწუთროს) საცხოვრებელში სიარულისას
არაფერი დაგრჩეს (გასაკეთებელი), რადგან აქ აღარ დაბრუნდები.

ვარიანტები:

01.
საწუთროს მგზავრო! ეს ბილიკი ბევრმა გალია,
უკან ვერავინ ვერ დაბრუნდა,– დასანანია.
ფრთხილად იარე,რაც შერჩება გზასავალს შენსას,–
მრუდეც და სწორიც,–ერთადერთი,–შენი კვალია.

02.
დაბრუნდა ვინმე, ვინც საწუთროს გზები გალია?
გინახავთ ვინმე, იქნებ ახლოს თქვენთან არიან?
მოასწრო რამე, ჩამოართვეს ვიდრე სიცოცხლე?
ვერ დაბრუნდება... წინაპრებიც სულ იქ არიან!

03.
ცხოვრების გზაზე ჩაუვლია მრავალს და მრავალს,
ვეღარ გვიმხელენ საიდუმლოს გარდასულები,
შენც იმოქმედე, სანამ აქ ხარ, განგება გფარავს,
თორემ მათსავით ვეღარასდროს აღმოსულდები.


Комментариев нет:

Отправить комментарий