суббота, 19 мая 2012 г.

კონკურსი 3


ჯერ ორიგინალის ჟღერადობას გაეცანით:

გარ მან ზე მეიე მაღანე მასთამ ჰასთამ
ვარ აშეყ ო რენდ ო ბოთფარასთამ ჰასთამ
ჰარ ქას ბე ხიალე ხოდ გომანი დარად
მან ხოდ დანამ ჰარ ანჩე ჰასთამ ჰასთამ


ვარიანტები:

01.
ზოგნი ამბობენ, ღვინოს სვამსო ჯადოქრებისას
კერპებს უხმობსო, სამსალითო თვრება ვნებისა,
ყველას ხელთა აქვს უტყუარი თავის საზომი,
მაგრამ მე ვიცი, მე ვინა ვარ, ვინცა ვარ – ისა.

02.
სასწაულს შეიქმს ეს ღვინო და მოვედი მასთან
მეც ჩამოვჯექი აქ ლოთებთან, როგორც ძმა ძმასთან;
ყველას თავისი აქვს დარდი და საგონებელი,
მეც რაც ვარ, ის ვარ გინდა ერთთან და გინდა ასთან.

03.
ღვინომ მომნუსხა, მივეახლე როგორც მძევალი
კერპად დავისვი ვნებით სავსემ ტრფობის მხევალი
ყველა ისე სჯის სადამდედაც უჭრის გონება
მე კი რაცა ვარ ეს ვარ არ მყავს არვინ მევალე

04
 ღვინო მომნუსხავს ნეტავ თრობა რამდენ ხანს გასტანს?!
ვარ არშიყი და მიჯნურობა მახელებს მასთან
სხვათა აზრები და ფიქრები მონათა დარად
 ქედს ვერ მომიხრის ის ვარ რაც ვარ შენთან და სხვასთან

05
ვარ ალბათ ლოთი და მემთვრალე თუ კი თქვა ათმა,
არშიყიც ვარ და მოტრფიალეც მშვენიერ ქალთა,
თქვენ,თვალთახედვა ისევ თქვენივ თვალთა დარი გაქვთ
მე კი ისა ვარ სწორედ რაც ვარ თავთან და ცასთან..

Комментариев нет:

Отправить комментарий