ორიგინალი
در کـــارگــه کـــوزه گری رفـــــتم دوش
دیــــدم دو هـــزار کـــوزه گویا و خموش
ناگاه یکـــی کوزه بـــر آورد خـــــــروش
کــو کوزه گر و کوزه خر و کوزه فروش
***
მე მედოქესთან გუშინ ვნახე მრავალი დოქი,
ზოგი კაცივით მეტყველებდა და დუმდა ზოგი.
ასე ამბობდნენ: "დოქის მყიდველ–გამყიდველები.
და მედოქენი ვიყავითო, სანამ არ მოვკვდით".
მაგალი თოდუა
***
თიხის მზელავთა გზას დავადექ ფიქრით სავსე და
ორი ათასი დოქი ვნახე, გზას რომ გასდევდა;
უცებ მე ერთმა დოქმა მითხრა: "აქ ვისაც ხედავ,
ზოგი დოქს ზელდა, ზოგი ყიდდა, ზოგიც ავსებდა".
ალექსანდრე ელერდაშვილი
***
გუშინ შევაღე თიხის ჭურჭლის საწყობის კარი.–
ვიხლე მეტყველ ხელადების მდუმარე ჯარი..
წამოიყვირა ერთმა უცებ:“სად ხარ მყიდველო..
ჰე ხელოსანო! – გამყიდველი ნეტა სად არის?"
თიხით მძერწავის სახელოსნო შევაღე რიდით..
მორჩილად სდუმდა იქ საღვინე დოქების რიგი,
შეჰყვირა ერთმა:“მყიდველიო! შემქმნელო,მიმეც!,–
გაშრა ყელიო..“ – .. და კვლავ უტყვი შეიქმნა იგიც
ნინო ანთიძე
***
სახელოსნოში მოვითხოვე გუშინ ხელადა,
ორი ათასი დოქი ეპყრა მძერწავს ხელადა,
ერთი მეტყველი დოქი მყიდველს ვერა მხედავდა,
წუხდა," უღვინოდ ყელი გაშრა, დავრჩი ხელადა".
მაია ბარამიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий