четверг, 17 мая 2012 г.

კონკურსი 2

این کــــوزه چـــون من عاشق زاری بوده ست
در بنــــــد سر زلـــف نگـــــــاری بـــوده ست
این دسته کـــه برگـــردن او می بینـــــــــــــی
دستی است که بر گـــردن یـــاری بـــوده ست

ინ ქუზე ჩუნ მან აშეყე ზარი ბუდასთ
დარ ბანდე სარე ზოლფე ნეგარი ბუდასთ
ინ დასთე ქე ბარ გარდანე უ მიბინი
დასთისთ ქე ბარ გარდანე იარი ბუდასთ

ეს დოქი ჩემსავით მკვნესარე მიჯნური ყოფილა,
ერთი ლამაზმანის ზილფების ტყვეობაში ყოფილა
ეს სახელური, რომელსაც მის ყელზე ხედავ,
ერთი (თავისი) სატრფოს ყელზე შემოჭდობილი ყოფილა.

This jug did once, like me, love's sorrows taste,
And bonds of beauty's tresses once embraced,
This handle, which you see upon its side,
Has many a time twined round a slender waist!

Сей кувшин, принесенный из погребка,
Был влюбленным красавцем в былые века.
Это вовсе не ручка на горле кувшинном -
А обвившая шею любимой рука



-----------------------------
-----------------------------


***
ნახეთ ეს დოქი რა მწუხარედ სიყვარულს ტირის,
შემოჭდობილი ზილფი მკლავი, წართმევა ძილის,
თქვენ რომ ხელადის სახელური გგონიათ ახლა,
სატრფოს მკლავია მოხვეული წარსულის ბილიკს.

მაია ბარამიძე



***
 ‎1

"ლამაზი ქალის ზილფების ტყვე დოქში შევიცან,
ჩემებრ მიჯნური იყო ისიც და იქმნა მიწად..
ეს სახელური კი,დოქის ყელს გადაჭდობილი
სატრფოს ხელია და მის ერთ–ერთ ნაწილად იქცა."


 ‎2

დოქიც ჩემსავით მიჯნურია,– ოღონდ ყოფილი
სასურველ ქალის დალალების ეშხით პყრობილი..
ეს სახელური ლამაზმანის მკლავია ალბათ,–
სასიყვარულოდ სატრფოს ყელზე შემოჭდობილი

 ‎3

.იყო მიჯნური,ვნებით ფეთქდა მისი სხეული
დღეს ის თიხაა,უკვე დოქად გადაქცეული
სახელური კი მისი – სატრფოს ნატიფი მკლავი–
საყვარლის ყელზე საალერსოდ შემოხვეული

ნინო ანთიძე

***
 1

ამ პირქუშ დოქში ჩაკირულა უხმო ვალალი
ჭაბუკიც იყო, ეხვეოდა სატრფოს დალალი,
შემორჩენია მის მოქნილ ხელს მოზელილს თიხად
ვნების სურნელი და მიჯნურის ტრფობა ალალი.




2
თურმე ეს დოქი კაცი იყო. თურმე ქუჩები
დაუკოცნია ვნებით ამწვარ მთვრალი ტუჩებით
და სახელური რომ შეუდგამს ამაყად წელზე
იმ ხელის სითბოს დაუპყრია ალბათ ურჩებიც


მალხაზ ჯინჯიხაძე


***
ერთ დროს ეს ჩემი ხელადა ალბათ ჩემსავით ღელავდა,
მზეთუნახავის ნაწნავი ბორკავდა, ქცეულს ხელადა,
ხელი რომ უდევს დოინჯად, ასე არ ჰქონდა ძველადა,
მიჯნურის ყელზე ეხვია, ლაღად და უდარდელადა.

ვახუშტი კოტეტიშვილი




***
ეს დოქიც თურმე კაცი იყო, ისიც თვრებოდა,
რომ დათვრებოდა, მერე სატრფოს ეახლებოდა;
დოქის სახელურს რომ უყურებ, ის ხელი იყო,
ლამაზმანების ყელ-კისერს რომ გარს ევლებოდა.

ალექსანდრე ელერდაშვილი



***
ეს დოქი ალბათ სიყვარულით დამწვარა ერთ დროს.
ეს თავი ალბათ მას საყვარლის გულ–მკერდზე ედო.
ეს ხელი ალბათ მას მიჯნურის წელზე ეხივია...
–! ვაიმე, ასეთ ბედისწერას ვით უნდა ენდო

მაგალი თოდუა

3 комментария:

  1. შეგიძლიათ ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ თარგმანს, კონკურსი დაიცყოო!!

    ОтветитьУдалить
  2. ძაალიან კარგი თარგმანებია თითქმის ყველა, სამწუხაროა მხოლოდ ერთისთვის რომ შემიძლია ხმის მიცემა :))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. რამდენიმესთვის შეგიძლიათ, არა მარტო ერთისთვის. ეს საერთო სურათს არ ცვლის :)

      Удалить